თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნიკა გვარამია: დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს

ნახვები: 496 ნიკა გვარამია: დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას Human Rights Watch -ს მის „პოლიტპატიმრობაზე უმაღლესი კვალიფიკაციითა და დიდი სიზუსტით გაკეთებული მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნისთვის” მადლობას უხდის.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს მისი საქმის განხილვა. რათა შეძლოს მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და სწორედ იქ იბრძოლოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

ამასთან ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას გამართლების მოლოდინი არ აქვს.

“აქვე, მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ნათესავსა და გულშემატკივარს, ვისაც არ ვავიწყდები და დაუღალავად მეხმარება ჩემი სიმართლის დამტკიცებაში; ემოციურად მამხნევებს, ეხმარება ჩემს ოჯახს.

დიდი მადლობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს, ასევე, ჩემს ადვოკატებს, ვინც შექმნა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად გადამწყვეტი მტკიცებულებები და შეფასებითი ბაზა.

და მთავარი და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს მთავარ მოკავშირეს, ჩემს ოჯახს, სოფოს და ბავშვებს, ვინც თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მეც მამხნევებს და მაიმედებს, რომ ჩემს ბრძოლას აზრი აქვს და გამარჯვება გარდაუვალია. პერსონალური მადლობა სოფოს, რომელიც ჩვენი მოკრძალებული ძალებით, მაგრამ დიდი სიმართლით წარმატებულად ახერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ჩემი საქმის და, ზოგადად, საქართველოში დამყარებული ავტორიტარული ეკვილიბრიუმის თაობაზე.

მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოვუწოდებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს ჩემი საქმის განხილვა. ცხადია, გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება. ერთადერთი, ვთხოვ, დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და იქ ვიბრძოლო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

წარმატებულ ბრძოლას ვუსურვებ ყველას, ვინც იბრძვის თავისი სიმართლისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. წარმატება გმირ უკრაინელ ხალხს და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს. გამარჯვება აუცილებლად მოვა!

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა