კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბილ ბროუდერი - პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს

ნახვები: 478 ბილ ბროუდერი - პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს

„მაგნიტსკის აქტის” თანაავტორის და ფინანსისტის, ბილ ბროუდერის განცხადებით, პუტინის შეჩერება ძალმოსილ ჯარს, სწორი შეიარაღებით და სწორი მოტივაციით, შეუძლია. ბროუდერის განცხადებით, მისი შეჩერება უკრაინის ჯარს შეუძლია.

როგორც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ბროუდერი აცხადებს, პუტინის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი თავის გადარჩენაა.

ამასთან, როგორც ბროუდერმა აღნიშნა, უკრაინას ახლა აქვს საკმარისი იარაღი იმისთვის, რომ არ წააგოს, მაგრამ იმისთვის, რომ მოიგოს, მეტი სჭირდება.

„დასავლეთი განაგრძობს ფულის ხარჯვას და რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვას. რუსეთი განაგრძობს ნავთოპროდუქტების უზარმაზარი რაოდენობით გაყიდვას და ამით ძალიან დიდ ფულს იღებს. სანამ ეს არ შემცირდება, ან შეწყდება, იქამდე პუტინს კვლავ ექნება ფული უკრაინელების დასახოცად.

ვლადიმირ პუტინმა ეს ომი თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად დაიწყო. კარგი ომი, ყოველთვის ეხმარება დიქტატორს. თუმცა, მან არასწორად გათვალა ის, თუ ძალთა რა სხვაობა იყო მის სამხედროებსა და უკრაინელებს შორის. ახლა ის კუთხეშია მიმწყვდეული, უკან დახევა ნამდვილად არ შეუძლია, არც ჯარის უკან გაწვევა, ან მოლაპარაკება შეუძლია. ასე რომ, ის გააგრძელებს ხალხის, იარაღის და სასოწარკვეთის უკრაინისკენ მიმართვას იმ იმედით, რომ სიტუაცია რაღაც ეტაპზე მის სასიკეთოდ შეიცვლება“, - აღნიშნა ბროუდერმა.

რაც შეეხება კითხვას, დასავლეთი ხომ ეხმარება უკრაინას, ბროუდერისვე თქმით, ეს არაა საკმარისი.

„ჩვენ მეტი იარაღი, უფრო დიდი, უფრო მომაკვდინებელი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას. თებერვლის შემდეგ, ყველაფერი [იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით] ყოველთვის იყო ოდნავ უფრო ცოტა და ოდნავ უფრო დაგვიანებული, ვიდრე საჭირო იყო. პუტინს კი მხოლოდ ერთი რამ ადარდებს და ეს ძალაუფლებაში დარჩენაა, რადგან თუ ის ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ ის ციხეში წავა, ფულს დაკარგავს და მოკვდება. ასე რომ, ისაა პატარა კრიმინალი, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს. ამისთვის კი აბსოლუტურად ყველაფერს გაწირავს.

ერთი რამ, რაც მას შეაჩერებს, არის ძალმოსილი ჯარი, შესაბამისი იარაღით და სწორი მოტივაციით. უკრაინელებს შეუძლიათ მისი შეჩერება, თუ საკმარისი იარაღი ექნებათ ამის გასაკეთებლად. მათ ახლა აქვთ საკმარისი იარაღი იმისთვის, რომ არ წააგონ, მაგრამ იმისთვის, რომ მოიგონ, მეტი სჭირდებათ. თუ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას ახლანდელი ტრაექტორიით და მათ მეტ, უფრო ძლევამოსილ იარაღს მისცემენ, მაშინ ისინი შეძლებენ, რომ რუსები სამხედრო შესაძლებლობით 30 წლით უკან დახიონ“, - განაცხადა ბროუდერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა