Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო?

ნახვები: 494 რა წერია რეზოლუციაში, რომელიც პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო?

პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის სე­ი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გლო­ბა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა მი­ე­ცეს. ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის ქვე­და პა­ლა­ტის (სე­ი­მის) მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

„სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დრა­მა­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნო­ზე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სწრა­ფად გა­უ­ა­რე­სე­ბას, პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის სე­ი­მი მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­იც­ვას ჰუ­მა­ნი­ტა­რიზ­მის უნი­ვერ­სა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა უმაღ­ლე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა”, - წე­რია რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში.

პო­ლო­ნე­თის დე­პუ­ტა­ტე­ბი მო­ი­თხო­ვენ “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ე­ცეს გლო­ბა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა”.

 

რე­ზო­ლუ­ცია აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს, რომ მკურ­ნა­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ იგი მზად არის ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­დეს სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბის შემ­დგო­მი გარ­ჩე­ვის­თვის.

სე­ი­მი აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბი­სა და და­ჟი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის მი­მარ­თვი­სას მან გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მისი „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ევ­რო­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რის შე­დე­გა­დაც 2022 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა