ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაში „იუვენტუსთან“

ნახვები: 544 კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაში „იუვენტუსთან“

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ტურინის „იუვენტუსთან“ სერია A-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელშიც ნეაპოლელებმა კონკურენტი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს – 5:1. ამ მატჩში მასპინძლებმა ტურინელების 8-მატჩიანი „მშრალი“ სერია შეაჩერეს – „იუვეს“ იტალიის ჩემპიონატის ბოლო რვა შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

„სტადიო მარადონაზე“ ლიდერების დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგებლობაში იყო და ანგარიშის გახსნაში დიდი როლი ითამაშა. მე-14 წუთზე მატეო პოლიტანოს გადაცემის შემდეგ კვარაცხელიამ ეფექტური „მაკრატელა“ დაარტყა, მეკარემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ვიქტორ ოსიმენმა „იუვეს“ კარის ბადე შეარხია – 1:0.

 

გოლის შემდეგ ტურინელებმა „ნაპოლის“ აქტიურად შეუტიეს და ანხელ დი მარიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. ამ დროს თამაშის სურათი ისევ ხვიჩამ შეცვალა – შეტევა ისევ პოლიტანომ წამოიწყო, ოსიმენის შესანიშნავი გადაცემით კი ხვიჩა კარის წინ დარჩა და მოჭრილი დარტყმით ნეაპოლელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0. ზუსტად სამ წუთში ანხელ დი მარიამ კონტრშეტევაზე სხვაობა შეამცირა და „იუვენტუსი“ შესვენებაზე დაიმედებული გავიდა.

 

თუმცა, მეორე ტაიმში ისევ კვარაცხელიამ გაიბრწყინა და 55-ე წუთზე კიდევ ერთი საგოლე შეტევის თანამონაწილე გახდა. კუთხურიდან მისი გადაცემის შემდეგ კოსოვოელმა მცველმა, ამირ რახმანმა ტურინელების კარი მესამედ აიღო  – 3:1.

65-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში რბილი გადაცემით ისევ ოსიმენს გაატანინა და მორიგი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

 

საფინალო ანგარიში 71-ე წუთზე ელიფ ელმასმა დააფიქსირა – 5:1.

88-ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა შეცვალა, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა ოვაციებით გააცილეს.
 
 
 
18 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 47 ქულით პირველ ადგილზეა და კონკურენტ „იუვენტუსთან“ (37) სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა. კვარაცხელიასთვის ეს გოლი მეშვიდე იყო სერია A-ს 14 მატჩში. ამას გარდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ასევე შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა.
 
1tv.ge
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა