კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

ნახვები: 579 სპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია
"იუვენტუსის" 5:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

 

"ჩემმა გუნდმა შესანიშნავი მატჩი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა. ეს ისაა, რაც უნდა გავაკეთოთ. დიდებული საღამოა, გულშემატკივრებმა მაგრად დაგვიჭირეს მხარი და ფეხბურთელებმა ამისათვის მადლობა გადაუხადეს. სწორად ვმოქმედებდით, მაშინაც კი, როდესაც გოლი გავუშვით და მოწინააღმდეგე თამაშში დაბრუნდა.

ოსიმენის პოტენციალით გაოგნებული ვარ, რომლის რეალიზაცია ბოლომდე არ მოუხდენია. ის ყველაზე ძლიერია.

კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების ტექნიკა გააჩნია, საგოლე ალღო, ბურთის მეკარისთვის ყველაზე ძნელად ასაღებ კუთხეში გადაგზავნა ეხერხება. გეგონება მარჯვენა ფეხით დარტყმას აპირებს, ამ დროს

კი ფინტით მარცხნივ გადის. ძლიერია ფიზიკურად და ტექნიკურად. მესმის, მის მსგავს ფეხბურთელებს არ მოსწონთ ძალისმიერი ორთაბრძოლები და დაცვითი ფუნქციების შეთავსება.

სკუდეტო? ეს გამარჯვება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გზავნილია. მეტოქეს ვაჯობეთ და მოგება დავიმსახურეთ".

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა