კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

ნახვები: 576 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 15-დან 20 იანვრამდე პერიოდში, დღისით, დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

ამასთან, დღეს, 14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო და ქარიანი ამინდი, თუმცა ქარის სიჩქარე ნელ-ნელა დაიკლებს და აღარ იქნება გრიგალის კატეგორიის, რომელიც ბოლო სამი დღე ფიქსირდებოდა დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამასთან, 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, 17 იანვრიდან კი, ყინვა შესუსტდება და დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეიდან 20 იანვრამდე თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა