რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

თეა წულუკიანი: ჩანაწერები თუ ავთენტურია, შემაშფოთებელია, რომ გიული ალასანიას უფრო მეტად აინტერესებს რუსეთის აზრი და არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი

ნახვები: 636 თეა წულუკიანი: ჩანაწერები თუ ავთენტურია, შემაშფოთებელია, რომ გიული ალასანიას უფრო მეტად აინტერესებს რუსეთის აზრი და არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი

ჩანაწერები თუ ავთენტურია, შემაშფოთებელია, რომ გიული ალასანიას და სხვებს უფრო მეტად აინტერესებთ რუსეთის აზრი და არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი არის ერთ-ერთი იარაღი „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის.

„ალბათ, საფუძვლიანად უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი არის ერთ-ერთი იარაღი „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის, რათა ერთმა გამოსტყუოს მეორეს მასალა და ამით ებრძოლონ ერთმანეთს. გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ეს დიდად საინტერესო ჩემთვის არ არის, უბრალოდ, შემაშფოთებელია ის, რაც მოვისმინეთ თუკი ეს ჩანაწერები ავთენტურია, რომ ქალბატონ გიულის და კიდევ სხვებს უფრო მეტად აინტერესებთ რუსეთის აზრი, მათ შორის, მიშა სააკაშვილის, როგორც კრიმინალის საქართველოში შემოპარვასთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა თემაზე აინტერესებთ რუსეთის აზრი და არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ეს უკვე არის აშკარა. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვამბობდით. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ხედავდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მაშინდელი ხელისუფლების მიერ საქართველოს საზიანოდ და რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება ამ ფარული ჩანაწერების მოსმენის შედეგად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ეს პარტიული ორგანიზაცია ჩამონგრეულია.

„უკვე რამდენიმე ხანია, ეს ახალი აღარ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული დაპირისპირება, რომ ჩამონგრეულია ეს პარტიული ორგანიზაცია. მე, როგორც პარტიაში მომუშავე ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ ფუნქციონირებს პარტიული სტრუქტურა, როგორაა ის აგებული და რას ჰქვია ზოგადად, პოლიტიკური ორგანიზაცია, ვთვლი, რომ ეს უკვე აღარ არის პარტია. ამ პარტიაში ნამყოფი ადამიანები, ცალ-ცალკე დაქსაქსული, უკვე თვითონ აღარ მალავენ, რომ ერთმანეთს ებრძვიან და ის პარტიული რესურსიც აღარ აქვთ, რომ საზოგადოებას მაინც აჩვენონ ერთიანი ფასადი ან სახლი. შესაბამისად, საქმე აღარ უნდა გვქონდეს უკვე კრიზისთან, არამედ რაღაც ტიპის დასასრულთან. სხვა მხრივ, ანალიზისთვის დიდად საინტერესო ეს არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ - გიული ალასანია

ჩანაწერები არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ეშმაკსაც შეეკვრები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად - თამარ ჩერგოლეიშვილი

გიული ალასანია - ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო

რატი იონათამიშვილი:ჩანაწერიდან, ჩანს, რომ ეს უსამშობლო ადამიანები სულით ხორცამდე აგენტები არიან

 

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა