კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის პრეზიდენტი - არანაირ დარწმუნებებს ან დროს არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს

ნახვები: 452 უკრაინის პრეზიდენტი - არანაირ დარწმუნებებს ან დროს არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს

რუსული ტერორის შესაჩერებლად ჩვენი პარტნიორების საწყობებზე არსებული იარაღი არის საჭირო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? - კი. შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, ვიდრე უკრაინაში ბრძოლის ველზე? - სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? - ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი მეომრები ასე ელიან. არანაირ დარწმუნებებს ან დროს, რომელიც უბრალოდ გადის, არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში ნაყიდი დრონებით, თავიანთი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმმტყორცნებით. მთელმა მსოფლიომ იცის რას და როგორ შეუძლია იმათი გაჩერება, ვინც სიკვდილს თესავს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

14 იანვარს უკრაინის მიმართულებით გაშვებული 38-ზე  რუსული რაკეტიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 25 ჩამოაგდო, რისთვისაც უკრაინის საჰაერო ძალებსა და მეზენიტეებს მადლობა გადაუხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა