თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში გუშინდელი რეჟიმი არ არის ნორმალური, მაგიდაზე შეხტომა და კივილ-წივილი, ქალი დეპუტატის იღლიაში ამოჩრა და აქეთ-იქით ტრიალი, არ არის პოლიტიკა

ნახვები: 287 ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში გუშინდელი რეჟიმი არ არის ნორმალური, მაგიდაზე შეხტომა და კივილ-წივილი, ქალი დეპუტატის იღლიაში ამოჩრა და აქეთ-იქით ტრიალი, არ არის პოლიტიკა

პარლამენტში ისევ ცირკი გაიმართა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო და სიხარულით გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ", ეს მიუღებელია, პარლამენტი რინგი არ არის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში ისევ უნდა მივიდეს და მისი მოსმენა ნორმალურ, სამუშაო რეჟიმში უნდა წარიმართოს, რათა იმ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რაც ყველას აქვს.

„5 ივლისს, რას აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და წინასწარ დაანონსებული ძალადობა რატომ ვერ აღკვეთეს? გუშინ, პარლამენტში ისევ ცირკი გაიმართა - „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო და სიხარულით გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ". ეს არის მიუღებელი, პარლამენტი არ არის რინგი. მაშინ, ვთქვათ, რომ იმ გზით მივდივართ, ვინ უფრო ხმამაღლა იკივლებს და კისრით წამოვიღებთ ერთმანეთს. გუშინდელი რეჟიმი არ არის ნორმალური, რადგან მაგიდაზე შეხტომა და კივილ-წივილი, ქალი დეპუტატის იღლიაში ამოჩრა და აქეთ-იქით ტრიალი, არც პოლიტიკაა და არ ვიცი, რა არის? ჩემს თავზე გული მერეოდა, რომ მივედი და მინდოდა, კითხვები დამესვა. გაუგებარია, ოპოზიციონერი დეპუტატი ქალი მაგიდაზე რატომ შეხტა, კივის, წივის და რატომ იქცევა უცნაურად, ეს აღმაშფოთებელია ისევე, როგორც შალვა პაპუაშვილი დინჯი კაცი მეგონა და მისი ქცევა ზღვარს გადასული იყო. მანდატურივით იღლიაში კოლეგას რომ ამოიჩრი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია. გუშინ რაც მოხდა, ვინ იხეირა?", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები. გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა