ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურება - სასამართლომ 45 წლის მამინაცვალი დამნაშავედ ცნო

ნახვები: 492 არასრულწლოვანი გერის გაუპატიურება - სასამართლომ 45 წლის მამინაცვალი დამნაშავედ ცნო

კახეთში, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დამნაშავედ არის ცნობილი.

„პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცს 13 წლის გერის გაუპატიურება დაუდასტურა, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში, სასამართლომ ბრალდების პოზიცია არ გაიზიარა. მსჯავრდებულის ადვოკატი, მურად პოპიაშვილი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მთლიანობაში ბრალი დაუდასტურდა.

„გიდასტურებთ, რომ დამნაშავედ არის ცნობილი. იყო გარკვეული ეპიზოდები, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, თუმცა, იმ ეპოლიხოდებისთვის, რაც მოსამართლის თვის სარწმუნო იყო, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ვიცი, განაჩენი გასაჩივრდება ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მხრიდანაც. შესაძლოა, საქმე, სხვა ადვოკატმა გააგრძელოს, ვნახოთ"- განაცხადა პოპიაშვილმა.

სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებისათვის მხარეებს ერთთვიანი ვადა აქვთ.

შეგახსენებთ, კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცს, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებას, მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას და მეუღლეზე ძალადობას ედავებოდნენ. ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს, არასრულწლოვანის დედამ შეატყობინა.

13 წლის გოგონამ, მამინაცვლის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ, დედას მას შემდეგ გაუმხილა, რაც მამაკაცმა მეუღლეზე იძალადა. საქმის მასალების მიხედვით, მამინაცვლის მხრიდან გოგონაზე სექსუალური ძალადობა 9 წლის ასაკიდან დაიწყო. გოგონას ჩვენების თანახმად, მამაკაცი მას მუდმივად ემუქრებოდა, რის გამოც დედასთან სიმართლის გამჟღავნებას ვერ ახერხებდა.

მსჯავრდებულს ბრალი, სამი სხვადასხვა დანაშაულის 17 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი. გამოძიება მის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე, 141-ე და 126' მუხლებით მიმდინარეობდა, რაც გაუპატიურებას, გარყვნილ ქმედებასა და ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.  

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა