კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხათუნა სამნიძე - კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან

ნახვები: 298 ხათუნა სამნიძე - კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან

ერთობლიობა, კომბინაცია მთელი ამ მოვლენების ჩვენი სასაუბრო თემა იქნება - დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოხმაურებები კიდევ უფრო მკაცრი, ინტენსიური იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან, ხოლო დამატებით ინფორმაციას დღეს მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ დოკუმენტზე არ იქნება, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან ხელი მოეწერა. არ იქნება საუბარი მხოლოდ იმ პუნქტებზე, რომლის დარღვევასაც „ქართული ოცნება" ყველა ჯერზე ცდილობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებთ, რომელსაც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან პირდაპირი კავშირი აქვს. ასევე, ჩანს საპატრიარქოსა და ხელისუფლების ერთობლივი ორგანიზება ამ დაძაბულობის.

ყველა ერთობლიობა, კომბინაცია მთელი ამ მოვლენების იქნება ჩვენი სასაუბრო თემა და მე იმედი მაქვს, იქიდან გამომდინარე რა ინტენსივობითაც აკვირდებიან ჩვენი პარტნიორები აქ მიმდინარე მოვლენებს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია ექნება პრეზიდენტ მიშელს. მე მგონი, იმაზე მკაცრი გზავნილები იქნება, რაც ამ დღეებში წავიკითხეთ 5 ივლისთან, შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება გამოხმაურებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა