კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტში მომხდარი ინციდენტით ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა

ნახვები: 252 სალომე სამადაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტში მომხდარი ინციდენტით ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა

პარლამენტის ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტით ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური რესურსი ამოწურა.

მისივე თქმით, „ოცნებამ" სხდომა გამოფენილი ბანერის გამო ჩაშალა.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური რესურსი ამოწურა. მშვიდობიანი და მშვიდი პროტესტის, გამოფენილი ბანერის გამო ჩაშალა პლენარული სხდომა, სადაც ჩვენი საზოგადოება ელოდებოდა შეკითხვებზე პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ 5 ივლისს დაეცვა საკუთარი მოქალაქეები.

ეს არის გაკოტრებული ხელისუფლება, რომელსაც, როგორც ჩანს, ისე ეშინოდა იმ კითხვების, რომელიც გომელაურისთვის უნდა დაგვესვა, რომ გადაწყვიტა, სხდომა გაეუქმებინა. ასე „ქართული ოცნება" რომ ვერ გააგრძელებს ქვეყნის მართვას, მგონი ყველას ესმის", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა იყო დაგეგმილი, თუმცა ჩაიშალა, რის მიზეზადაც „ქართული ოცნება" და ოპოზიცია სხვადასხვა გარემოებას ასახელებს. კერძოდ, უმრავლესობის განცხადებით, შს მინისტრის მოსმენის გადადების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად იყო განწყობილი და სხდომათა დარბაზში „სანახაობის მოწყობა" სურდა, ოპოზიციის განცხადებით კი, „ქართულმა ოცნებამ" სხდომა იმის გამო დახურა, რომ მედიამ სხდომათა დარბაზის აივნიდან გადმოფენილი საპროტესტო ბანერები არ ჩამოხსნა, წარწერებით: „დასაჯეთ მოძალადები", „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა