ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე ისაუბრებს იმაზე, რომ არ სრულდება შეთანხმება, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობა ეხება

ნახვები: 279 ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე ისაუბრებს იმაზე, რომ არ სრულდება შეთანხმება, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობა ეხება

პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას ისაუბრებს იმაზე, რომ არ სრულდება შეთანხმება, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობა ეხება.

„19 აპრილის შეთანხმების მთავარი მიზანი და სულისკვეთება, როგორც ამ შეთანხმების პრეამბულა გვეუბნება ნათლად და ცალსახად, არის პოლარიზაციის დასრულება და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება. ამ შეთანხმებიდან ზუსტად სამი თვის თავზე სამწუხაროდ ვხედავთ, რომ პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ხარისხი არ არის შემცირებული. უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ასევ ვნახეთ, რომ უმნიშვნელოვანესი პუნქტების იმ ნაწილში, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას ეხება და რომელიც ეროვნული მნიშვნელობის, ზეპარტიული საკითხია, შეთანხმება არ სრულდება. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამაზე მოხდება აქცენტების დასმა. დანარჩენს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ვისაუბრებ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრის დაწყებამდე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა