კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს

ნახვები: 446 მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ადასტურებენ, რომ სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების დროს, რუსმა სამხედროებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს და ტერიტორია დატოვეს.

ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური მრჩევლის, ჯონ სანდის თქმით, განცხადება ვითარებაში ბოლომდე გარკვევის შემდეგ გაკეთდება.

გარდა ამისა, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტი განხილვის თემა იყო ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე.

„მეჯვრისხევში მომხდარი ფაქტი იყო განხილული დღევანდელ შეხვედრაზე. ამას მიეცა შეფასება და ამას მიეცემა შეფასება შესაბამის რეპორტებში. როგორც ვიცი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ ფაქტს უკვე მისცა შეფასება, და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან, გასცენ პასუხი შეკითხვებს. ახლა მიდის დეტალების დაზუსტება ჩვენი მხრიდან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საერთო პოზიციაა, რომ საკითხის ამოწურვამდე თავი შევიკაოთ მსჯელობისგან. ეს არ არის პირველი ინციდენტი ევროკავშირის მისიასთან დაკავშირებით. ევროკავშირი აგრძელებს საქმიანობას და ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისათვის, რაც მისიას შეაქვს ჩვენს საერთო საქმეში“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა. ამ დროისთვის, დეფაქტო რეჟიმის პატიმრობაში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება.

„რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, სოსო დვალიშვილი გვიან ღამით დააკავეს. ჩვენ მოვითხოვეთ მისი, ისევე როგორც სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ანთაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა