კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლუჩანო მოჯი - კვარაცხელია უფრო მეტად უნდა ფასობდეს, ვიდრე ლუკაკუ

ნახვები: 529 ლუჩანო მოჯი - კვარაცხელია უფრო მეტად უნდა ფასობდეს, ვიდრე ლუკაკუ

„იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორი ლუჩანო მოჯი აღფრთოვანებულია „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ტურინელებთან სერია A-ს ბოლო ტურში და ამტკიცებს, რომ ქართველის ტრანსფერი, რეალურად, 10-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე ნეაპოლელებმა გადაიხადეს.

რადიო Kiss Kiss Napoli-სთან საუბარში მოჯიმ გაამხილა, რომ დე ლაურენტისს დაუკავშირდა და „ნაპოლიში“ ქართველის შესანიშნავი ტრანსფერი მიულოცა. „იუვენტუსის“ ყოფილმა დირექტორმა კვარაცხელიასა და მის ამჟამინდელ საბაზრო ღირებულებაზეც ისაუბრა.

„პარასკევის მატჩის შემდეგ დე ლაურენტისს მესიჯი გავუგზავნე, მივულოცე გამარჯვება და ის სტრატეგია, რომლითაც კლუბს მართავს. ყოველთვის არასასიამოვნოა მოთამაშის ღირებულების შეფასება, მაგრამ კვარაცხელია აშკარად 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს. თუ ლუკაკუს ტრანსფერს ამდენად აფასებენ, რომელიც ბურთს ვერ აჩერებს, მაშინ ტექნიკის მქონეები უფრო მეტად უნდა დაფასდნენ“, – აცხადებს „იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორი.

ლუჩანო მოჯის განცხადებას გამოცემა football-italia ქართველზე წერილით გამოეხმაურა.

„ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისის კლუბმა 21 წლის ქართველი გარემარბი ბათუმის „დინამოდან“ სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა იმ იმედით, რომ „ტორონტოში“ ლორენცო ინსინიეს გადასვლის გამო დარჩენილი სიცარიელე შეევსო. კვარაცხელიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მიმდინარე სეზონში, 20 მატჩში „გოლი+პასის“ სისტემით 21 ქულა დააგროვა.

კლუბში ჩასვლის შემდეგ კვარაცხელიამ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამჟამად „ნაპოლი“ იმ გზაზე დგას, რომ, შესაძლოა, მოიგოს თავისი პირველი „სკუდეტო“ დიეგო მარადონას შემდეგ, რადგან მეორე ადგილზე მყოფ „მილანს“ 9 ქულით უსწრებს“, – წერია იტალიურ გამოცემაში.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა