მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მაკა ბოჭორიშვილი - მოსამართლეების დანიშვნა მოხდა ისე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებდა, პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები თუ საჭირო იქნება, „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არის

ნახვები: 297 მაკა ბოჭორიშვილი - მოსამართლეების დანიშვნა მოხდა ისე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებდა, პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები თუ საჭირო იქნება, „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არის

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს.

როგორც ჟურნალისტებს მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა, სასამართლო რეფორმა, რომელიც ასახულია შარლ მიშელის შეთანხმებაში, საჭიროებს ინკლუზიურ ჩართულ პროცესს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან

„ამისთვის საჭიროა ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება შეთანხმების პროცესის მიმართ და გემოვნების ამბავი არ არის, პოლიტიკური ქულების დასაწერად რა დებულებები შევასრულოთ და რაც არ მოგვწონს, არ შევასრულოთ.

რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნას, მათი დანიშვნა კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოხდა, ისე როგორც შეთანხმება ითვალისწინებდა. თუ ამასთან დაკავშირებით საჭიროა დამატებით კონსულტაციები პარტნიორებთან, „ქართული ოცნება" ამისთვის მზად არის. სასამართლო რეფორმა, რომელიც ასახულია შარლ მიშელის შეთანხმებაში, საჭიროებს ინკლუზიურ ჩართულ პროცესს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა