კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ ის, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს

ნახვები: 553 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ ის, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს

ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ასევე ძლიერები ვართ ერის შიგნით, ერთიანები ვართ, ორგანიზებულები ვართ, რადგან მოტივირებულები ვართ. ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მან ომის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ზამთარმა პროგრესი შეანელა. პრეზიდენტის თქმით, ომით ყველა დაიღალა, მათ შორის მტერიც.

„ომი კარგად არ გამოიყურება, ის კარგი თავიდანვე არ იყო და ზამთარში ის შენელდა. ყველა დაიღალა - ბუნება, ადამიანები და, მადლობა ღმერთს, მტერიც. ჩვენ მტკიცედ, ძლიერად ვდგავართ. მე მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ცოცხლების და მათი, ვინც გმირულად დავკარგეთ. ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ასევე ძლიერები ვართ ერის შიგნით, ერთიანები ვართ, ორგანიზებულები ვართ, რადგან მოტივირებულები ვართ. ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასავლელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შეიარაღებისა და ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის წარმატებას მიმდინარე ომში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა