კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეუფე ნიკოლოზი: მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოჯანმრთელდეს და მასთან სამართლებრივ საკითხზე საუბარი მერე უნდა დაიწყოს

ნახვები: 471 მეუფე ნიკოლოზი: მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოჯანმრთელდეს და მასთან სამართლებრივ საკითხზე საუბარი მერე უნდა დაიწყოს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოჯანმრთელდეს და მერე უნდა დაიწყოს მასთან სამართლებრივ საკითხზე საუბარი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში" ყოველ 2 კვირაში ერთხელ ნახულობს.

„ყოველ 2 კვირაში ერთხელ დავდივარ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და საიდუმლოებებს აღვასრულებ. მივმართავ ყველას და ვთხოვ ამას, ერთი არის შეწყალება, რომელიც არის იურიდიული ტერმინი და მეორე არის მოწყალება, რომელიც არის რელიგიური შინაარსის ცნება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია, მოწყალება გაიღოს, სხვათა შორის, ეს არ არის მარტო ხელისუფლებისადმი მიმართვა, არამედ ხალხისადმი იმიტომ, რომ ხელისუფლება ძირითადად ხალხის აზრს ითვალისწინებს. ყველას მოგიწოდებთ თქვენ, სხვებსაც, მოწყალება გაიღონ ადამიანებმა, რომ გამოჯანმრთელდეს და გავაგრძელოთ მერე მასთან შესაბამისი სამართლებრივი საუბარი“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა