მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ლოიდ ოსტინი - პუტინმა ვერ გათვალა უკრაინელი ხალხის სიმამაცე

ნახვები: 504 ლოიდ ოსტინი - პუტინმა ვერ გათვალა უკრაინელი ხალხის სიმამაცე

არ დავნებდებით და არ ვიყოყმანებთ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის იმპერიული აგრესიისგან, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, „რამშტაინის“ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.  

„ახლა არის გადამწყვეტი მომენტი. რუსეთი ახორციელებს გადაჯგუფებას, პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებას და ცდილობს ხელახლა აღჭურვას. ახლა არ არის შენელების მომენტი, ახლა კიდევ უფრო ჩაღრმავების დროა. უკრაინელი ხალხი გვიყურებს. კრემლი გვიყურებს და ისტორია გვიყურებს. არ დავნებდებით და არ ვიყოყმანებთ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის იმპერიული აგრესიისგან“, - განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, ამაყობს აშშ-ის დახმარების ახალი, აშშ-ს ახალი, 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტით, რომელიც, მისი თქმით, უზრუნველყოფს კიდევ მეტ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავისი ქალაქები და ცა.

„როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი უგუნური და არაპროვოცირებული შეჭრა 11 თვის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა უბრალოდ დაეცემოდა და ფიქრობდა, რომ მსოფლიო ამას თვალს აარიდებდა, მაგრამ პუტინმა ვერ გათვალა უკრაინელი ხალხის სიმამაცე“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატში ნატო-სა და სხვა ქვეყნების თავდაცვის უწყებების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვიც ესწრება. მონაწილეებს ვიდეო ჩართვის საშუალებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა