კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, ივლისი და აგვისტო სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში დახვდეს

ნახვები: 350 თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, ივლისი და აგვისტო სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში დახვდეს

სკოლებთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სასწავლო წელს დახვდეს უსაფრთხო გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სკოლებში შეზღუდვების დაწესება და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. გაბუნიას თქმით, აუცილებელია ვაქცინაცია.

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სკოლები დახვდნენ სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში. სკოლის პირობებში დღეს შეზღუდვა გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია. ამდენად, ყველასთან თხოვნა მექნება, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს არის ნამდვილად შესაძლებლობა, რომ აიცრან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა