მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, დადასტურდა ჩვენი პროგნოზი, რომ ეკონომიკის ზრდა იქნება ნავარაუდევზე გაცილებით მაღალი

ნახვები: 303 ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, დადასტურდა ჩვენი პროგნოზი, რომ ეკონომიკის ზრდა იქნება ნავარაუდევზე გაცილებით მაღალი

სავალუტო ფონდის მისიის შეფასების მიხედვით, დადასტურდა ჩვენი პროგნოზი, რომ ეკონომიკის ზრდა იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი, 3.5 პროცენტი 7,7 პროცენტამდე გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, უმჯობესდება ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, მყარდება და როგორც თურნავამ აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია განმტკიცდეს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს, ეს არის პანდემია.

„ძალიან მნიშვნელოვანი მისია დასრულდა გუშინ. სავალუტო ფონდის მისიის შეფასების მიხედვით, დადასტურდა ჩვენი პროგნოზი, რომ ეკონომიკის ზრდა იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი, სამნახევრიანი პროცენტი 7,7 პროცენტამდე გაიზარდა. ეს არის საბაზისო სცენარი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ რა თქმა უნდა, პანდემიამ არ შეგვიშალა ხელი, იყოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რითაც დასრულდება წლევანდელი წელი. გარკვეული პოზიტიური ტენდენციებია, მათ შორის, ივნისის თვის საგარეო ვაჭრობა და ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, ზრდა არის არა მარტო 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებით. ეროვნული ვალუტის მდგომარეობა უმჯობესდება, მყარდება. ვფიქრობთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია განმტკიცდეს. ერთადერთი, რამაც შეიძლება, პოტენციურად ხელი შეგვიშალოს, ეს არის პანდემია", - აღნიშნა თურნავამ.

​მისივე თქმით, ეკონომიკის აღსადგენად საჭიროა, დღეში სულ მცირე 20 ათასი ადამიანი აიცრას.

„ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, თუ საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ძალიან გაგვიჭირდება მარტო მთავრობას, რომ უზრუნველყოს ის მაღალი ტემპები, დღეში სულ მცირე 20 ათასი ადამიანის ვაქცინაცია, რაც აუცილებელია, რომ არ შეგვეშალოს ხელი ეკონომიკის აღდგენაში. ვაქცინების უზრუნველვყავით საკმაო რაოდენობით, ეს არის ყველა წინაპირობა, რომ ვაქცინაცია შეუფერხებლად უზრუნველვყოთ. ვმუშაობთ მსხვილ დამსაქმებლებთან, ბანკებთან, კომპანიებთან, მაგრამ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი აქტი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია.

„ერთ-ერთი არის რეფორმები. მიუხედავად პანდემიისა, არ შეგვიჩერებია რეფორმები. ეს არის სტრუქტურული, დარგობრივი რეფორმები, რომელიც ხორციელდება. მეორე ფაქტორი არის „აწარმოე საქართველოში", რომელიც გაიზარდა, გაფართოვდა პანდემიის დროს და რეალურ ბერკეტად იქცა ბიზნესებისთვის. პრაქტიკულად, ბევრი ბიზნესი, პანდემიის გამო, გაკოტრების პირას დადგა. პოლიტიკური სტაბილურობა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა