Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვიდეო: "ჩემმა მშობლებმა ჩემს გარეშე მოილაპარაკეს" უცნობი ამბავი მანანა ბერიკაშვილის დღიურებიდან

ნახვები: 743 ვიდეო: "ჩემმა მშობლებმა ჩემს გარეშე მოილაპარაკეს" უცნობი ამბავი მანანა ბერიკაშვილის დღიურებიდან

ეპოქალური ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის შვილი, რეჟისორი, მჭევრემეტყველების პროფესორი, მანანა ბერიკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობს, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები კარიერაში და რა როლი ითამაშეს მის პროფესიულ განვითარებაში მშობლებმა.

“სამსახიობოზე ვსწავლობდი და როგორც ამბობდნენ, არ ვიყავი ცუდი მონაცემების არტისტი. ჩემმა მშობლებმა ჩემს გარეშე მოილაპარაკეს ჩემს პედაგოგთან, რომ მე ეს პროფესია შემესწავლა. მამაჩემი სულ მეუბნებოდა: შვილო, თეატრში სულ არის ერთი ქალი საჭირო. წავედი მოსკოვში და ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან დამოუკიდებელ ცხოვრებას არ ვიყავი მიჩვეული.

იმ სამმა წელიწადმა მე, პროფესიული თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ მომცა. საქართველოში დავბრუნდი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მივედი. სწავლების მეთოდოლოგია თითქმის ამოვაყირავე, რადგან საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა. ყველა წამომყვა და ჩემი პირველი ჯგუფი, როგორც პირველი სიყვარული ისე იყო, არასდროს რომ არ მეორდება”, – განაცხადა ბერიკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა