საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ოჯახი ყოფილ პრეზიდენტს საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს - ნინო ნადირაძე

ნახვები: 569 ოჯახი ყოფილ პრეზიდენტს საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს - ნინო ნადირაძე

ოჯახი ყოფილ პრეზიდენტს საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს. ამის შესახებ "ვივმედის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ყველაზე ცუდია, რომ სამედიცინო სფერო შეირჩა ბრძოლის ველად და ეს ბრძოლა ექიმების გამოყენებით მიმდინარეობს“.

„ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული მდგომარეობა გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, რადგან, ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება, 1 000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით. ის მიღებულ საკვებს ითვისებს. თუ ჭამ ბორშს ან რაღაც საჭმელს, ე.ი. შეგიძლია კვება. ამიტომ იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ. არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, რომ ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადის აღმძვრელი სუნებით და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“, – განაცხადა ნადირაძემ.

როგორც ნადირაძემ განმარტა, კლინიკა პენიტენციური სისტემის პაციენტების არ კვებავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა