კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გოგოები მიყვიროდნენ, ამ მხარეს არ გამომევლო, გვესვრისო - გიორგი არიშვილი

ნახვები: 747 გოგოები მიყვიროდნენ, ამ მხარეს არ გამომევლო, გვესვრისო - გიორგი არიშვილი

20 იანვრის ტრაგიკულ ღამეს, გიორგი არიშვილი დეტალურად იხსენებს.

როგორ გამოიყვანა დაჭირლები და ასევე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელიც სროლის დროს მოქალაქეს გადაეფარა და სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, მისი მეგობარი იყო:

„ჩემი მეგობრისგან პირველი ზარი 00:37 წუთზე განხორციელდა, 4 წუთში უკვე აქ ვიყავი. ვიფიქრე, გზაა, ვინმე გამვლელი იყო და ეს დაჭრა დანით მოხდა.

მოვედი, გავაჩერე მანქანა, კარები ღია დამხვდა, შიგნით შევედი და დაჭრილებს ვეძებდი. აქ რომ ვერავინ დავინახე, გამოვტრიალდი და გარეთ დავიწყე ყვირილი, სად ხართ-მეთქი. კუთხიდან ერთმა ადამიანმა გამომხედა და დაიყვირა: დაწექი, ისვრიანო, მე არ მიმიქცევია ყურადღება, სად არიან დაჭრილები-მეთქი, ვყვიროდი, მიმითითა, აქეთ მოაყენე მანქანაო.

მანქანა მაქსიმალურად ახლოს მივაყენე, მოვახერხე მათი ჩასხმა და ადგილი დავტოვე. გოგოები მიყვიროდნენ, ამ მხარეს არ გამომევლო, გვესვრისო, მაგრამ ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, ვინ ისროდა, ბოლომდე მეგონა, რომ დანით იყვნენ დაჭრილები.

სრული სიწყნარე იყო იმ მომენტამდე, სანამ დაჭრილები მანქანაში ჩავსხი და დავიძარი, შემდეგ ატყდა სროლა ჩვენი მიმართულებითაც, მადლობა უფალს გავასწარით.

დაჭრილებს ყველას კარგად ვიცნობდი, ერთი მეგობარი, მეორე თანამშრომელი, მესამე თანამშრომლის დედა, რომელიც შემთხვევით იყო მოსული..

გზაში მიმავალს მაინტერესებდა, სად იყო ჩემი მეგობარი პოლიციელი, რადგან ვიცოდი, იმ საღამოს სმენაში იყო, უკვე საავადმყოფოს ეზოში ვიყავი შესული და ვერც მიპასუხებდა, აღარ იყო ცხონებული ცოცხალი.. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა“, – ამბობს გიორგი არიშვილი.

 

რუსთავი 2

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა