Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

უკრაინამ რუს მილიარდერ მიხაილ შელკოვს უკრაინული აქტივები ჩამოართვა

ნახვები: 597 უკრაინამ რუს მილიარდერ მიხაილ შელკოვს უკრაინული აქტივები ჩამოართვა

უკრაინამ რუს მილიარდერს, მიხაილ შელკოვს უკრაინული აქტივები ჩამოართვა. ქონების კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელზე მიიღო.

უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილ შელკოვი „ფორბსის“ რუსული გამოცემის სიაში 59-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 1,5 მილიარდ დოლარად ფასდება. ის ტიტანის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული კომპანიიის, VSMPO-AVISMA-ს ძირითადი ბენეფიციარი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. შელკოვი ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, „როსტეხის“ საინვესტიციო განყოფილებას.

გასულ წელს უკრაინის ხელისუფლებამ შელკოვს სანქციები დაუწესა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შელკოვს ჩამოერთმევა ბინები ოდესასა და ნიკოპოლში, ხუთი ავტომობილი, საწყობი, ფული ანგარიშებზე და უკრაინაში არსებული ტიტანის საწარმოს საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა