საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ზღაპრებზე, ტყუილებზე და ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ- პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიას განცხადებაზე

ნახვები: 666 ზღაპრებზე, ტყუილებზე და ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ- პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიას განცხადებაზე

არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გასჩენია,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, სადაც ის განმარტავს, რა ვითარებაში მოხდა მისთვის "მეორადი ავტომობილის" შეთავაზება, რომელიც დავით კეზერაშვილმა გაგზავნა.

 

პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, ის ამ საკითხზე „ჭორაობას არ აპირებს“.

 

„აბსოლუტურად არ ვაპირებ ამ ამბავზე ჭორაობას, წარსულის გახსენებას. დილას ვიღაცამ გაიღვიძა და ავტოფარეხში მანქანა დახვდა, ამ ზღაპრებზე, ტყუილებზე, ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გასჩენია. ამით ეს საკითხი ამოიწურა. პოსტი, რომელიც ნიკა მელიამ გამოაქვეყნა, თვითონვე გასცა პასუხი, რომ დაბრუნება უნდოდა და უთხრეს, კარგად იყავი შენც და შენი მანქანაცო“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

მან განმარტა, რომ ჭორები არ აინტერესებს.

 

„ამ ჭორაობაში შევიდა ნიკა მელია და მისი შტაბი, ის მანქანა თურმე ავტოფარეხში იდგა, ვიღაცამ დაახვედრა, უბრუნებდა, არ იბარებდნენ და ა.შ. ჩვენ ეს აბსოლუტურად არ გვაინტერესებს“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დავით კეზერაშვილი ფულით ეხმარებოდა მელიას, პეტრე ცისკარიშვილმა განმარტა, რომ არანაირი არალეგალური მიმოქცევა არ ყოფილა.

 

"დახმარებას რაც შეეხება, აქ საუბარი არის საქმიან თანამშრომლობაზე. არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს მელიას შტაბი და ამით „ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს. წინა თვეები იყო, ოლიგარქად მოიხსენიებდნენ დათო კეზერაშვილს, მაშინ საერთოდ „ქართულ ოცნებას“ საბაბი მისცეს, რომ კეზერაშვილზე მოერგოთ ანტიოლიგარქიული კანონი და ისე დაეწერათ ეს კანონმდებლობა პარლამენტში. ახლა სხვა სივრცეში გადმოვიდნენ, სადაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ. როდესაც მთავარი არაფორმალური მმართველი, არაანგარიშვალდებული პირი აბსოლუტურად დაცლილია პასუხისმგებლობისგან საზოგადოების წინაშე და ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მართავს, ეს ადამიანები საუბრობენ დათო კეზერაშვილის არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც საერთოდ არ ერეოდა პარტიის შიდა საქმეებში, მართვაზე, დაკომპლექტებაში, თუნდაც საკრებულოების, სიების, თუნდაც იმ ნაწილში, როდესაც თანამშრომლობა იყო. უფრო მეტიც, როდესაც კობა ნაყოფიაზე არის საუბარი, კობა ნაყოფიას გადაყენებას თუ გაგდებას ითხოვდნენო, თვითონ კობა ნაყოფია ამბობს, ამ კაცთან დავდივარ, ვხვდები, საქმიანი საუბრები გვაქვსო. შეეკითხეთ, თუ გნებავთ მანქანაზეც ჰკითხეთ“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

ნიკა მელია დავით კეზერაშვილს - დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა