4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე გარდაიცვალა

ნახვები: 892 აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე გარდაიცვალა

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიკოსი, მეცნიერი, ფილოლოგი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაადასტურეს.

ზაზა ალექსიძე 1935 წლის 18 ოქტომბერს თელავში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1958-1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1968-1979 წლებში – ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1979-2006 წლებში კი, თსუ-ს არმენოლოგიის კათედრის გამგე.

1989-2006 წლებში მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორად. 2006 წლიდან იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსუ-ს სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, 2002-2004 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, 2002-2004 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. ზაზა ალექსიძე არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი.

1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ეპისტოლეთა წიგნი“, 1984 წელს სადოქტორო დისერტაცია – „ადრეული შუა საუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები“.

2002 წელს ზაზა ალექსიძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. მისი დამსახურება ფასდაუდებელია ამ დარგების განვითარებისთვის. იგი იყო 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი. ქართული საზოგადოებისათვის მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია. ​თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, ისტორიკოსის, ფილოლოგის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელის, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მეცნიერის, ისტორიკოსის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელის, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ზაზა ალექსიძე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მეცნიერი გახლდათ, რომლის სამეცნიერო ნაშრომები გამორჩეულია ფართო კვლევითი დიაპაზონითა და მასშტაბურობით. მისი შემოქმედება განსაკუთრებით ღირებულია ჰუმანიტარიის სფეროში მომუშავე ყველა თაობის სპეციალისტისათვის როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ბატონი ზაზა მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს. თავისი გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობით მან უდიდესი წვლილი შეიტანა არაერთი დარგის, განსაკუთრებით კი არმენოლოგიის განვითარებაში. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროები მოიცავდა ქრისტიანული კავკასიის ისტორიის, კულტურისა და რელიგიის, ქართული და სომხური პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საკითხებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ალბანური პალიმფსესტების კვლევაში, ვინაიდან კავკასიის ალბანური მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი სფერო გახლდათ. ზაზა ალექსიძე მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. გამორჩეულია მისი როლი ცენტრის წინსვლისა და განვითარების საქმეში. ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სამეცნიერო საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ზაზას ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის სამძიმრის წერილში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა