ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხატია დეკანოიძე - მხარი დავუჭირე რეზოლუციას და შესწორებას, რომელიც საქართველოდან ჩვენ შევიტანეთ, მნიშვნელოვანია ოკუპაციის საკითხის დაფიქსირება რეიკიავიკის სამიტზე

ნახვები: 513 ხატია დეკანოიძე - მხარი დავუჭირე რეზოლუციას და შესწორებას, რომელიც საქართველოდან ჩვენ შევიტანეთ, მნიშვნელოვანია ოკუპაციის საკითხის დაფიქსირება რეიკიავიკის სამიტზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებულ რეზოლუციას, ასევე შესწორებას, რომელიც საქართველოს დელეგაციამ შეიტანა.

„ჩემი მხარდაჭერა ჰქონდა მთლიანად ამ რეზოლუციას, ასევე იმ შესწორებას, რომელიც საქართველოდან ჩვენ შევიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპაციის საკითხი იყოს დაფიქსირებული სამიტზე, რომელიც გაიმართება რეიკიავიკში, რადგან საქართველოს სუვერენიტეტი კვლავ დარღვეულია რუსეთის მიერ. იმ შესწორებასაც მხარი დაუჭირა ასამბლეამ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, „ვაგნერის“ დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით რეზოლუციის დაინიცირებას აპირებენ.

„გარდა ამისა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა და მოთხოვნა შეეხება „ვაგნერის“ დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. ვაპირებთ, რომ რეზოლუცია დავაინიციროთ ამასთან დაკავშირებით. ამას აქვს მხარდაჭერა უკრაინული დელეგაციის მხრიდან, ასევე ჩვენი კოლეგებისგან და გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა