Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

გიული ალასანია - როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ, მუდმივად ექიმი უნდა ჰყავდეს

ნახვები: 602 გიული ალასანია - როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ, მუდმივად ექიმი უნდა ჰყავდეს

როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ მუდმივად ექიმი უნდა იყოს - ასე ვიცი, რომ რეანიმაცია ჯობია იმიტომ, რომ იქ მუდმივად ექიმი გვერდზე ჰყავს”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მას კლინიკა „ვივამედის” პერსონალის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

„ყოველდღე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, მეორე დღეს ვიღვიძებ და იმაზე უარესია, ახლა ეს კოვიდიც მოხდა. გამოირკვა, რომ ირგვლივ არავის აქვს კოვიდი, ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. სულ რამდენიმე ადამიანი შედის და არავის კოვიდი არ გვაქვს. მე პირადად არავისთან მქონია კონტაქტი, ვისაც კოვიდი აქვს, ასე რომ, მიკვირს. მას ძალიან დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს - კალიუმი, კალციუმი, ჰემოგლობინი ძალიან დაბალია და ხშირად, პრაქტიკულად ყოველდღე, გული მისდის. ყოველ წუთში გული ერევა და გული მისდის. დილიდან საუბარი რეანიმაციაზე იყო. გააჩნია რა პროცედურა ჩაუტარდება. მე ასე ვიცი, რომ რეანიმაცია სჯობს იმიტომ, რომ იქ მუდმივად ექიმი გვერდით ჰყავს. არავისთან პრეტენზია არ მაქვს, პირიქით, ყველა ძალიან ყურადღებიანია. როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ მუდმივად ექიმი უნდა იყოს. პალატაში ექიმი არ არის. როცა ადამიანი მძიმედ არის იქ ექიმი უნდა იყოს, მე რომ მკითხოთ, ასეა. ეს საკითხი გუშინ დასვა მკურნალმა ექიმმა, მაგრამ მას უარი ეთქვა. თვითონ კოვიდი არ არის მძიმე, მაგრამ ეს ვერაგი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს დამძიმდეს. დაბალი რკინა და სხვა დაბალი მაჩვენებლები რომ აქვს, ტონობით უნდა ჭამოს ხორცი, რომ რაღაც შეეტყოს. სხვა მხრივ მე ამ რკინის აწევა გადასხმით ვიცი. მე თვითონ მქონია ეს პრობლემა და ვიცი. რაც შეეხება საკვებს, ეს ადამიანი საკვებს ვერ იღებს, იმიტომ კი არა, რომ მე არ მომაქვს და ჩემი შვილისთვის მენანება, უბრალოდ ვერ იღებს სწორედ იმიტომ, რომ მოწამლულია. ინტოქსიკაციაა და ამაზე არაერთმა ექიმმა უკვე ისაუბრა, მე ახალს ვერაფერს დავამატებ და არც მაქვს უფლება ”, - განაცხადა ალასანიამ.

 

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ადვოკატი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ კრიტიკულ დეპარტამენტში იქნას გადაყვანილი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა