კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კირილი უკრაინელებსა და რუსებს "ძმური სიყვარულისა" და შერიგებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 492 კირილი უკრაინელებსა და რუსებს "ძმური სიყვარულისა" და შერიგებისკენ მოუწოდებს

რუსეთის პატრიარქი კირილი, უკრაინელ და რუს ერებს "შერიგებისკენ მოუწოდებს" და თავის ქადაგებაში ამბობს, რომ რუსეთი საბედისწერო გამოწვევების წინაშე დგას:

კირილი რუსეთის ისტორიულ ნაწილად მოიხსენიებს ბელარუსს და უკრაინას.

"უფალმა შეიწყალოს მთელი ისტორიული რუსეთი. ჩვენი რუსული სახელმწიფო დღეს მართლაც მრავალი სახიფათო, მაგრამ ამავე დროს საბედისწერო გამოწვევის წინაშე დგას. კიდევ უფრო გააძლიეროს ძმური კავშირები წმინდა რუსეთის შემადგენელ ხალხებს შორის. დღეს ეს ამოცანა ჩვენი ეკლესიის მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

ჩვენი ეკლესია არის სრულიად რუსეთის ეკლესია. როგორც რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ქვეყნები და ხალხები, რომლებიც ამ ისტორიულ რუსეთს ქმნიან, ჩვენი სამწყსო მსახურების ადგილია. ეს ნიშნავს, რომ წარმოშობილ პრობლემებს თან უნდა ახლდეს ჩვენი მხურვალე ლოცვა, რომ უფალმა, უპირველეს ყოვლისა, შეარიგოს ხალხი...

ამიტომ, ჩემი სიტყვა დღეს - რუსებს, უკრაინელებს და ბელარუსებს - და ყველას, ვინც შედის წმინდა რუსეთის ისტორიულ რეალობაში, არის ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კაცობრიობის მტერი (ეშმაკი) - რედ.), მტრობის თესლის დათესვით, ვერ მიაღწიოს იმას, რომ ძმა აჯანყდეს ძმის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს და აღმოიფხვრას საშინაო ომის ყველა მცდელობა, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა და ძმური სიყვარული იყოს ისტორიული რუსეთის ყველა ხალხში“, - აღნიშნა კირილემ.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის პატრიარქმა კირლმა მრევლს მობილიზაციისკენ მოუწოდა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა