ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგრიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემოა, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები იცავს საინვესტიციო გარემოს

ნახვები: 459 არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგრიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემოა, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები იცავს საინვესტიციო გარემოს

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგრიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში არის საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემო, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები იცავს საინვესტიციო გარემოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის მნიშვნელოვანი გზავნილი და მხარდაჭერა ამერიკის მთავრობის მხრიდან.

„ასეთ ანგარიშებს მსოფლიო საინვესტიციო კომპანიები ეცნობიან და მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ უმასპინძლოს უფრო მეტ ინვესტიციას. რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ კრიტიკას, სადაც საუბარია საქმეების განხილვის ვადებზე, აქედან გამოსავალია რეფორმების ის შემდეგი ტალღა, რაც გვაქვს დაგეგმილი და პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. გამოსავალია ის, რომ სასამართლოში ყველა დონეზე საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები იყვნენ განწესებული და საქმეთა განხილვა შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. პარლამენტის მხრიდან სასამართლოს სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნება, რომ საქმეების განხილვის ვადები კიდევ უფრო ოპტიმალური გახდეს და მეტმა მოქალაქემ, ბიზნესსუბიექტმა მიიღონ დროული გადაწყვეტილება. სასამართლო, რომელიც ჩავიბარეთ და დღევანდელს შორის არის დიდი განსხვავება და ხელშესახები პროგრესი, რაც ჩანს, მაგრამ ჩვენი და პარტნიორების სურვილია, სასამართლო კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდეს, ეს ასახული იქნება რეფორმაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა