კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - საპარლამენტო სხდომის დარბაზში ჩემი შესვლისას იქ გავარვარებული პროცესი იყო, რაიმე აქტივობა გახსენდებათ ახლა პარლამენტში?

ნახვები: 526 ნიკა მელია - საპარლამენტო სხდომის დარბაზში ჩემი შესვლისას იქ გავარვარებული პროცესი იყო, რაიმე აქტივობა გახსენდებათ ახლა პარლამენტში?

საპარლამენტო სხდომის დარბაზში ჩემი შესვლისას ნამდვილად გავარვარებული საპარლამენტო პროცესი იყო, მსგავს რამეს ხედავთ ახლა? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

„გახსოვთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი. არ არსებობდა ჩემი საპარლამენტო სხდომის დარბაზში შესვლა და იქ არ ყოფილიყო ნამდვილად გავარვარებული პოლიტიკური საპარლამენტო პროცესი, მსგავს რამეს ხედავთ თქვენ იქ? იქ არ ჰყავთ კობახიძე, მდინარაძე?! ბატონები, რომლებიც ეთერებში დადიან, საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის დახსნაზე, თუმცა დღემდე არანაირ გეგმას არ წარმოადგენენ. საუბრობენ უკმაყოფილობაზე, რომელიც რა არის და რას შეიცავს, არავინ იცის. ამავე დროს არიან მოქმედი პარტიული მაღალი თანამდებობების პირები, ზოგ მათგანს რამდენიმე თანამდებობა უკავია და არიან მოქმედი პარლამენტის წევრები. რაიმე აქტივობა გახსენდებათ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში? მე ვუშლი ხელს, მე არ ვავალებ?!“ – განაცხადა ნიკა მელიამ „ფორმულას“ ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა