კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ვიდრე სამართლიანი მართლმსაჯულება არ იქნება, ეკონომიკა წინ ვერ წავა, ინვესტიციები არ შემოვა

ნახვები: 400 გიორგი ვაშაძე - ვიდრე სამართლიანი მართლმსაჯულება არ იქნება, ეკონომიკა წინ ვერ წავა, ინვესტიციები არ შემოვა

ვიდრე სამართლიანი მართლმსაჯულება არ იქნება, მანამდე ეკონომიკა წინ ვერ წავა, სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება, ინვესტიციები არ შემოვა, რადგან არავინ ენდობა „კლანს" და „კლანურ მმართველობას", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორები მხარს უჭერენ რეფორმების გატარებას.

„ამ ქვეყანაში კორუფცია მანამდე იქნება, ვიდრე მართლმსაჯულებას კორუმპირებული კლანი აკონტროლებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ნეგატიური, რადგან ინვესტიციების მიმართულებით კლანური მმართველობა პრობლემას ქმნიდა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას" თავისი ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებს", - განუცხადა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველ არხს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა