ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მეუფე გრიგოლი: თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული გული დამწყდება

ნახვები: 452 მეუფე გრიგოლი: თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული გული დამწყდება

შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საკითხს.

საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებ მეც და თქვენც, როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა. ჩემთვის ძალიან ძნელია რაღაცის თქმა და მე იმდენივე ვიცი, რაც თქვენ. მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციით, ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, იმისთვის არსებობს. დღეს, ახლა და ამ წუთას ერთადერთი, რაც მე ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვაა , სხა ვერაფერს ვერ გეტყვით",- აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა მამა კირიონის მოსაზრებას დავით გარეჯთან დაკავშირებით, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მამა კირიონი გულწრფელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა აცხადებს, რომ რასაც ის ჰყვება ემოციური მხარეა.

,,მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება ეს არის უფრო ემოციური მხარე და თუ ადამიანები მხოლოდ აი, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისმგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს , მე ძალიან გული დამწყდება", - ამბობს მეუფე გრიგოლი

IPN

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა