თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა პაპუაშვილი - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გვჭირდება, რომ „ემპათიის“ დასკვნებში ეჭვი მეპარებოდეს მას შემდეგ, რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე სიყალბეს ვისმენდით

ნახვები: 469 შალვა პაპუაშვილი - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გვჭირდება, რომ „ემპათიის“ დასკვნებში ეჭვი მეპარებოდეს მას შემდეგ, რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე სიყალბეს ვისმენდით

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გვჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს „ემპათიის“ დასკვნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის სანდოობაზე და იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გვჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს „ემპათიის“ დასკვნებში. სხვა დროსაც მითქვამს, გავიხსენოთ ყველამ შაქარაშვილის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე, რას ამბობდა მაშინ „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი. ეს იყო პირდაპირი სიყალბე, რაც მაშინ გვესმოდა ჩვენ ტელევიზიებიდან, ამ ორგანიზაციის მხრიდან. არ მინდა, დეტალებში ჩავიდე, მაგრამ ყველას ახსოვს და თქვენს არქივშიც ინახება, რა სიყალბეს ჰქონდა ადგილი. ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა, არამედ პირდაპირი სიყალბის გავრცელება. ამიტომ, თავისთავად, ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ, ზოგადად, არ მაქვს, არც არასდროს მქონია მას შემდეგ, რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე ვისმენდით სიყალბეს, რომელიც შემდეგ დამტკიცდა.

მით უმეტეს, თუ საექსპერტო დონეზე დადასტურებულია, რომ არ არის სანდო მათი დასკვნა, ეს რა თქმა უნდა, ამყარებს ამ საკითხს.  მაგრამ ამ დასკვნის გარეშეც, ჩვენ ხომ ყველანი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გავიხსენოთ 2020 წელი, ის ორი საქმე, გავიხსენოთ, რას საუბრობდა მაშინ „ემპათიის“ ხელმძღვანელი და როგორ დადასტურდა, რომ ეს იყო სიცრუის ტირაჟირება, როგორც ექსპერტიზის დასკვნის გრიფის ქვეშ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა