რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ბაჩო დოლიძე - არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია

ნახვები: 472 ბაჩო დოლიძე - არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვებაში დარწმუნებულია.

მან პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ აბსურდია, თითქოს ვიღაცას არჩევნების წინასწარ შედეგებზე საუბარი შეუძლია.

„არავინ, არსად წასვლას ნამდვილად არ აპირებს. გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს 60-70%-ზე, ცოტა ირონიულია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ხმის მიცემის პროცესი არის აბსოლუტურად ფარული. შესაბამისად, ვინ, ვის მისცემს ხმას, ეს არ ჩანს. მანიპულირება, რომ თურმე წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება რამის პროგნოზირება, არის აბსურდი. აღნიშნული კომიქსები უკვე მინახავს. შესაბამისად, ახლა მთავარია ყველამ ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ, რომ აქტიურად მისცენ ხმა 28-29 იანვარს. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავინ არავის გაგდებას არ აპირებს, საიდან წარმოიშვა ეს აზრი, წარმოუდგენელია, ყველას აქვს თავისი ბიოგრაფია ამ პარტიაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ. არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც კულისების უკან მართავენ პროცესებს. ერთ-ერთი მათგანი და ნათელი მაგალითია ბატონი ვანო მერაბიშვილი ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტიიდან წასვლას ნამდვილად არ ვგეგმავ. მე მექნება ჩემი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან, კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ამ პარტიაში იმიტომ ვარ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური პლატფორმა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამ ოლიგარქიული მმართველობის შესაცვლელად. მე ამისთვის ვარ მზად. თუ ვინმეს სხვა ინტერესი აქვს და სამწუხაროდ, იკვეთება, რომ სხვა ინტერესებიც არის, ეს კიდევ სხვა ამბავია“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის გაძლიერების 12- პუნქტიანი გეგმა წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, გეგმა - „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“, გამარჯვებიდან მეორე დღესვე, 30 იანვრიდან დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა