ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან იოსელიანი - ყველა არჩევნებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ კრებს მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, ამიტომ ნიკა მელიას ბრძოლა იქნება ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის

ნახვები: 407 ლევან იოსელიანი - ყველა არჩევნებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ კრებს მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, ამიტომ ნიკა მელიას ბრძოლა იქნება ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის

ყველა განვლილმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ვერ კრებს თავის გარშემო მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, ამიტომ წინასწარ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ნიკა მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„მას შეუძლია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ არა სრულიად ოპოზიციური სპექტრის. ამიტომ წინასწარ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ნიკა მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს არ დავუჭერთ, შესაბამისად, ვიცი, რომ სხვა პარტიების განწყობაც არის ანალოგიური და მათი კანდიდატი ვერ იქნება სრულად ოპოზიციური კანდიდატი. ის იქნება ერთი, ორი, ან სამი პარტიის კანდიდატი. შესაძლებლობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სხვა პოლიტიკურ პარტებთან ესაუბრა საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე, ვფიქრობ, რომ დიდი ხნის წინ ხელიდან გაუშვეს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს. თუ ვიღაცას და საერთოდ ვინმეს ამ ქალაქში შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს თბილისის მერობის ძლიერ კანდიდატობაზე, ეს არის ალეკო ელისაშვილი და მან ეს უკვე დაამტკიცა. თუმცა ის იქნება თუ არა ამჯერად კანდიდატი, თვითონ ორშაბათს გააკეთებს განცხადებას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა