კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიმიტრი შაშკინი: თქვენ ხომ არ აფრენთ, გენერალ ლორთქიფანიძეს აბრალებთ რუსეთის აგენტობას?

ნახვები: 587 დიმიტრი შაშკინი: თქვენ ხომ არ აფრენთ, გენერალ ლორთქიფანიძეს აბრალებთ რუსეთის აგენტობას?

არცერთი თანამდებობის და არცერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დიმიტრი შაშკი აღნიშნავს, აიღეს ქოცების ნარატივი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო ორგანიზებული გენერალ ლორთქიფანიძეს მიერ, დაამახინჯეს პრეზიდენტის ინტერვიუ და ფეისბუქზე ატრიალებენ, რომ მიშას ჩამოსვლა საქართველოში იყო ორგანიზებული ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან ლორთქიფანიძე იყო მისი მოადგილე 2012-ში.

„თქვენ ხომ არ აფრენთ?! ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას?! გენერალ ლორთქიფანიძეს?! 2008 წლის ომის გმირს! უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის (მიშას გუბერნატორობის პერიოდში) ყოფილ უფროსს?

გენერალი ლორთქიფანიძე ომშია რუსეთთან! სანამ თქვენ აქ კლავიატურაზე ნაძირლობებს წერთ, ის ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად თავის სიცოცხლეს რისკავს და ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად ომობს!

ან ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში შვიდი წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? ამას ჰქვია ნაძირლობა და არაფერი საერთო არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან“, – წერს დიმიტრი შაშკინი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა