მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პაატა მანჯგალაძე - თვის ბოლოს გვექნება კვლევის შედეგები და ვეტყვით საზოგადოებას, დაასახელებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ კანდიდატს

ნახვები: 528 პაატა მანჯგალაძე - თვის ბოლოს გვექნება კვლევის შედეგები და ვეტყვით საზოგადოებას, დაასახელებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ კანდიდატს

თვის ბოლოს გვექნება კვლევის შედეგები და ვეტყვით საზოგადოებას, დაასახელებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი" კანდიდატს, - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, ძალიან კარგია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ დასახელდა ერთი კანდიდატი.

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება. სხვა კანდიდატების არსებობა, რომ ადამიანებს ქონდეთ ბევრი შესაძლებლობა და ბევრი არჩევანი, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა წავართვათ „ქართულ ოცნებას". ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის" მთავარი არის 43%-იანი რეფერენდუმი. შესაბამისად, სრულფასოვანი კამპანიის ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია მერის კანდიდატის დასახელება. ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ, არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია, წარმატებას ვუსურვებ დასახელებულ კანდიდატს.

შევეცდებით, დავასახელოთ მეტნაკლებად მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება. ახლა „სტრატეგია აღმაშენებელი" არის პოზიციაზე, რომ გამარჯვებისთვის, 43%-იანი რეფერენდუმისთვის გვჭირდება ბევრი არჩევანის შესაძლებლობა, რომ ბევრი ხმა წავართვათ „ქართულ ოცნებას".

ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ კვლევებიდან გამომდინარე. თვის ბოლოს გვექნება კვლევის შედეგები და ყველაფერს ვეტყვით საზოგადოებას, დავასახელებთ თუ არ დავასახელებთ კანდიდატს. თქვენ იცით, რომ თბილისში 60% მიიღო ოპოზიციამ, აქედან 37% იყო ოპოზიცია, რომელსაც არ მოსწონდა „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, არც „ქართული ოცნების" კანდიდატი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, ამ 37 პროცენტს უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, რათა თუნდაც 10% ხმა ამ 37-დან არ წავიდეს კახა კალაძესთან", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა