Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი - მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიორგანული უკმარისობა

ნახვები: 496 ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი - მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიორგანული უკმარისობა

ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის ინფორმაციით, 1.4 წლის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მის მიერ გამოთქმული ყველა პროგნოზი ასრულდა.

როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიორგანული უკმარისობა.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ პაციენტი იმყოფება ისეთ ფაზაში, როდესაც დროის ნებისმიერ მონაკვეთში, დღეს, ამაღამ, ხვალ შეიძლება დაიწყოს პოლიორგანული უკმარისობა. ამას ნიშნავს პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა პერიოდი შეიძლება გაუგრძელდეს ადამიანს ეს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა. არავითარ შემთხვევაში, ეს თვე არ გაგრძელდება. რამდენიმე თვის წინ პაციენტის სხეულის მასის კლება უკვე საკმაოდ აჩქარებული იყო. მე მაშინ ვთქვი, რომ თუ ასე გაგრძელდება, რამდენიმე თვეში პაციენტის მდგომარეობა იქნება უკიდურესად მძიმე. გავიდა რამდენიმე თვე და ყველა ჩემი პროგნოზი გამოთქმული თავის დროზე, 1.4 წლის განმავლობაში, ყველაფერი ასრულდა“, - განაცხადა ლალი ჯავაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა