ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

ნახვები: 435 ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

თიბისის, სილქნეტის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო პირველად უმასპინძლებს   ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის  მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბაკურიანში, 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე  პერიოდში ჩატარდება. 

ჩემპიონატი ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან  საქართველომ პირველად მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის ზამთრის სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლება. ბაკურიანი სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებული კურორტია და წლის მთავარი მოვლენაც სწორედ მისი მასპინძლობით ჩატარდება. ჩემპიონატზე წარმოდგენილი იქნება თავისუფალი სტილით სრიალის სხვადასხვა ექსტრემალური სახეობა. დარეგისტრირებულია 700-მდე ათლეტი 42 ქვეყნიდან.

„სამი კვირის განმავლობაში მსოფლიო სპორტის, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება ბაკურიანისკენ იქნება მოპყრობილი, ჩვენი ქვეყანა ზამთრის ყველაზე ცხელ წერტილად გადაიქცევა და განვითარების ახალ საფეხურზე გადაინაცვლებს იმის დასტურად, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ცივილიზებური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი“ - აცხადებს ეკა გაბაშვილი,  საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

„მიხარია, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველო პირველად უმასპინძლებს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს. ეს მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან ჩემპიონატი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის გამყარებას და ტურიზმის განვითარებას. მჯერა, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ხელს შეუწყობს ახალ თაობაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას“ - აცხადებს მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მსოფლიო ჩემპიონატის მხარდაჭერით, თიბისი აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითიც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა