Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

კობა გვენეტაძე - დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ უმჯობესია, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის გაცემის ვადასთან დაკავშირებით შეზღუდვა დარჩეს

ნახვები: 551 კობა გვენეტაძე - დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ უმჯობესია, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის გაცემის ვადასთან დაკავშირებით შეზღუდვა დარჩეს

არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემის ვადის შემცირების მიზანი იყო, რომ შემცირებულიყო სამომხმარებლო სესხების პორტფელის ზრდის ტემპი. ასეც მოხდა, რაც ინფლაციასაც დაეხმარება შემცირებაში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, ეს შეზღუდვა ერთი წლით მოხდა.

„რაც შეეხება საკითხს, ეს გადაწყვეტილება დარჩება თუ არა ძალაში, გაიზრდება არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის გაცემის ვადა კვლავ ოთხ წლამდე, გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც მოახლოვდება დასრულების პერიოდი. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ ჯობია, ეს შეზღუდვა დარჩეს, მაგრამ ისევ და ისევ, ამის გაანალიზება უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის მიერ ზუსტად მაშინ, როდესაც მოახლოვდება ვადის გასვლის პერიოდი. გადაწყვეტილებაც ამ დროს უნდა მიიღოს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ოთხი წლით იყო განსაზღვრული, სამ წლამდე შეამცირა.

ცვლილება შეეხო ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს. აღნიშნული გადაწყვეტილება 2022 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, 2023 წლის 15 აგვისტომდე ძალაში დარჩება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა