ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ვივამედის“ ექთანი - მიხეილ სააკაშვილს ჩემ მიმართ აგრესია არ ჰქონია, არასდროს შევსწრებივარ ფაქტს, რომ მედპერსონალს საგნებს ესვრის

ნახვები: 473 „ვივამედის“ ექთანი - მიხეილ სააკაშვილს ჩემ მიმართ აგრესია არ ჰქონია, არასდროს შევსწრებივარ ფაქტს, რომ მედპერსონალს საგნებს ესვრის

მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ჩემ მიმართ მას აგრესია არ ჰქონია - ბოლო დროა დამხმარე საშუალებით გადაადგილდება და ბოლო მორიგეობაზე საპირფარეშომდე ეტლით მიმაყვანინა თავი, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ მედდამ ქეთევან ღვინიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მას პაციენტი, კვების გარდა, უარს არაფერზე ეუბნება.

 

„მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რაც შეიძლება იყოს მედპერსონალსა და მის პაციენტს შორის. ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება, კვების საკითხის გარდა. გვაქვს ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ჩემ მიმართ აგრესია არ ჰქონია. დინამიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. დღითიდღე სუსტდება, იმიტომ, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, ვერ თუ არ იღებს საკვებს, ამას ვერ გეტყვით. ადამიანი იკლებს, არის სუსტად. როგორც მედიკოსს გული მტკივა. იყო დრო, როცა ის საერთოდ არ სვამდა წამლებს. არის რაღაც მედიკამენტი, რომელზეც მეუბნებოდა, რომ მსხვილია და ვერ ვსვამო - ვერ თუ არ სვამდა, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. სხვა პროცედურებზე ჩემთვის მას უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ბოლო კვირას, როცა მას სჭირდება ხელოვნური კვება ანუ იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია და რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, - განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ.

 

მისივე თქმით, მას აქვს უფლება უარი თქვას ამა თუ იმ მედიკამენტსა და გადასხმაზე, რადგან არ იმყოფება უგონო მდგომარეობაში.

 

„აქამდე საკვები მასთან მე შემქონდა. ბოლო ერთი თვეა გიული ალასანიას შეაქვს და ის ესწრება მის კვებას. თუ რაიმეს იღებს, იღებს მცირე ოდენობით, რადგან ეს მის წონას ეტყობა. ჩემს მორიგეობაზე, დამიძახა ბადრაგმა, ოდნავ ხმაური გაიგონა, წამიერად იქვე ვიყავით და იმ წუთასვე შევედი, ვნახე მუხლებზე დავარდნილ მდგომარეობაში. გონების კარგვა ჩემი თვალით არ მინახავს. მოვიდა ბადრაგი და ამაყენებინეს, დავაწვინეთ, შემოვიდა მორიგე ექიმი, ჩამოვიყვანეთ ნევროლოგი და შემდეგ დილით ენცეფალოგრამაც გადავუღეთ. ბოლო დროა დამხმარე საშუალებით გადაადგილდება და ბოლო მორიგეობაზე საპირფარეშომდე ეტლით მიმაყვანინა თავი. ბოლო ორი თვეა უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა და რაღაცები, ვეხმარებით. მე არასდროს შევსწრებივარ ფაქტს, რომ მედპერსონალს ესვრის საგნებს“, - განაცხადა ღვინიანიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა