Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ხატია დეკანოიძემ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა

ნახვები: 711 ხატია დეკანოიძემ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერა.

რაც შეეხება აღნიშნულ პოსტზე მის შემცვლელს, დეკანოიძის თქმით, ჯერჯერობით კოლეგებთან ამ თემაზე არ უსაუბრია.

„განცხადება დაწერილი მაქვს, ეს განცხადება რეგისტრირებულია. ცნობად უნდა მიიღოს ბიურომ, რომელიც ორშაბათს ჩატარდება, ჩვეულებრივი პროცედურაა. რაც შეხეება კანდიდატურას, არ ვიცი, რასაც გადაწყვეტს თვითონ ფრაქცია, მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ალბათ ჩვენს კოლეგებთან საუბარი გვექნება ამასთან დაკავშირებით. არ მისაუბრია კონკრეტულ კანდიდატურებზე ჩემს კოლეგებთან, ესეც განსახილველი საკითხი იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, – „ლევან ბეჟაშვილი აპირებს, გადაწყვეტილება შეგაცვლევინოთ, არსებობს ამის შანსი?“ – ხატია დეკანოიძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილს, არაჩვეულებრივი კანდიდატურაა, ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი სამართალმცოდნე, გამოცდილი პარლამენტარი. ამიტომ მე ლევანის კანდიდატურას მივესალმებოდი. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებას, ხატია დეკანოიძის თქმით, საკრებულოებთან და პარლამენტთან დაკავშირებით მისი პოზიციაა, რომ „პარტია უნდა იყოს ყველგან და გაძლიერდეს ყველგან, რა შესაძლებლობებიც აქვს“.

„აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია. პარლამენტში შემოსვლაზე აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში თავიდანვე იყო. მიშელის დოკუმენტის შემდეგ ვემხრობოდი, რომ პარტიას უნდა გამოეყენებინა ეს ბერკეტიც. ამიტომ ვფიქრობ, აზრთა სხვადასხვაობა დაძლევადია. მე არავისთან დაპირისპირება არ მაქვს, არ მჭირდება. თუ ვინმეს არ ვეთანხმები ან თუ ვეთანხმები, ყველაფერს საჯაროდ ვამბობ. ეს პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. ვიმსჯელებთ ჩემი შემცვლელის კანდიდატურაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა