კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სახელმწიფო დეპარტამენტი - კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა

ნახვები: 535 სახელმწიფო დეპარტამენტი - კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს.

როგორც სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად.

„მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და საქართველოს საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას“, –აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ლუის ბონო მანამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მრჩეველი, საერთაშორისო ატომურ სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენელი, ასევე გაერო-ს ოფისში ვენასა და ბასრას რეგიონული ოფისების დირექტორი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა