ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის კი ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“

ნახვები: 470 NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის კი ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“

„საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. 39% ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. კითხვაზე, „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ 56%-ია იმ მოქალაქეების ჯამი, რომელთათვისაც ეს არცერთი პარტია არაა, ან არ იციან და პასუხზე უარი განაცხადეს.

ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა