კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სერგეი ლავროვი მთავრობას აქებს - საქართველოს მთავრობა დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ეროვნული ინტერესებით პასუხობს

ნახვები: 527 სერგეი ლავროვი მთავრობას აქებს - საქართველოს მთავრობა დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ეროვნული ინტერესებით პასუხობს

საქართველოს მთავრობა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს.

„ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლისა და მოთხოვნის, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი – ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის უკვე – საპასუხოდ ამბობს: „მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა