თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გურამ მაჭარაშვილი - ზელენსკიმ არახამიას სთხოვოს მოლაშვილის, რობაქიძის, გირგვლიანის სურათები და სააკაშვილის სურათთან ერთად გამოამზეუროს,

ნახვები: 467 გურამ მაჭარაშვილი - ზელენსკიმ არახამიას სთხოვოს მოლაშვილის, რობაქიძის, გირგვლიანის სურათები და სააკაშვილის სურათთან ერთად გამოამზეუროს,

სამწუხაროდ, ზელენსკის განცხადება შემადგენელი ნაწილია იმ დიდი გეგმის, რასაც ჰქვია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა,  ყველამ ნახა, რომ ზელენსკის განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა იმას, რომ საქართველოში უკანონოდ მოიყვანონ ხელისუფლება, რომელიც მათ დაეხმარება და ქვეყანაში გაიხსნება მეორე ფრონტი.

„ზელენსკის თუ აინტერესებს, სად არის საქართველო და ვის გვერდით დგას, 400-მდე საერთაშორისო რეზოლუციას გადახედოს, ვის სასარგებლოდ გამოვიდა საქართველო და ვის საწინააღმდეგოდ. ასევე გადახედოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო გაოგნებული იყო მისი პრეზიდენტობით. ამის შემდეგ კითხვები არ ექნება, სად არის საქართველო და რატომ არის სააკაშვილი ციხეში. ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ როგორმე საქართველოში იყოს არეულობა. ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მეგობრები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ახლა ის ხელისუფლება ჰყავთ, რომელთაც ასეთი განცხადებებისთვის არ უნდა ეცალოთ. ზელენსკის თავისი ქვეყნის ერთი მოქალაქის ბედი რომ აღელვებს და მხოლოდ მას უსმენს, საქართველოში მისი ქვეყნის ათასობით მოქალაქეა და მათი ხმა რატომ არ ესმით, რომლებიც საქართველოში თავს კარგად გრძნობენ. ზელენსკი რომ გამოვიდეს და თქვას, დღეს საქართველოში ბნელაო, მსოფლიო უყურებს, დღეს მას დაუჯერებენ და არა ქართულ სახელმწიფოს. ზელენსკიმ თქვა, საქართველოში ბნელაო და ამას არ იჯერებს არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოება. საქართველო სად არის, ეს კითხვა დღეს როგორ უნდა დასვა, როცა 400-მდე რეზოლუციაში საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთის წინააღმდეგია. ვინც მას დაუჯერებს, ის მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ. ზელენსკიმ სურათები გამოიტანა და არახამიამ მომაწოდაო. არახამიას სთხოვოს და მიაწვდის მოლაშვილის, ბუტა რობაქიძის, გირგვლიანის სურათებს, რომლებიც, სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმმა იმსხვერპლა და სააკაშვილის სურათთან ერთად გამოამზეუროს და მას ხალხი შემდეგ დაუჯერებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა