კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპარლამენტმა კორუფციაში ეჭვმიტანილ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა

ნახვები: 419 ევროპარლამენტმა კორუფციაში ეჭვმიტანილ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა

ევროპარლამენტმა კორუფციაში ეჭვმიტანილ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

საუბარია ევროდეპუტატებზე – ანდრეა კოცოლინოსა და მარკ ტარაბელზე. მათთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის მოხსნას ბელგიის პროკურატურა ითხოვდა. ორივე ევროდეპუტატი სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის წევრია.

აღსანიშნავია, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ევროპარლამენტარი ტარაბელა დღეს გამართულ კენჭისყრაში თავადაც მონაწილეობდა და საკუთარი თავისთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას თავადაც დაუჭირა მხარი.

„მე უდანაშაულო ვარ ამ საქმეში და ახლა სამართალდამცავებს შეუძლიათ ჩემი დაკითხვა“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპარლამენტარი კოცოლინო ეჭვმიტანილია ქრთამის მიღებაში მაროკოსგან, ხოლო ტარაბელა – კატარისგან. გავრცელებული ცნობით, სანაცვლოდ ისინი აღნიშნული ქვეყნებისთვის არასასურველ რეზოლუციებს ბლოკავდნენ და მხარს უჭერდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მაროკოსა და კატარისთვის სასარგებლო იყო.

მანამდე ბელგიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ კორუფციაში ბრალდებულმა კიდევ ერთმა ყოფილმა ევროდეპუტატმა, პიერ პანცერიმ განაცხადა, რომ თანახმაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, პროკურატურას კორუფციაში გარეული სხვა პირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში იანვარში აგორდა. გამოძიების ფარგლებში დააკავეს ევროპარლამენტის უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი, რომელსაც კატარის უკანონო ლობირებაში სდებენ ბრალს. სკანდალის გამო ევროპარლამენტმა კატარსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესი შეაჩერა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა