კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაველ ჰერჩინსკი - ვულოცავ საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას

ნახვები: 456 პაველ ჰერჩინსკი - ვულოცავ საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას

მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომლის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მისივე თქმით, ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. ამასთან, აღნიშნა, რომ ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და ევროკავშირი მზად არის, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს.

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა